Wednesday 22 April 2015

მეცხრე დღის რეფლექსია.

დასრულდა  ჩვენი  ტრენინგი.!
მე  ვფიქრობ  რომ დღევანდელი  დღეც  ძალიან  საინტერესო იყო, დღეს  გავეცანით ყველას  პროექტს,  დავრწმუნდი,  რომ ყველა  ჩვენთაგანს  ეს  დრო  ოპტიმალურად  აქვს  გამოყენებული. პირადად  მე  კმაყოფილი  ვარ,   ვისწავლე  პროექტის  დაგეგმვა,  მისი  პრეზენტაცია,  სლაიდშოუს  კეთება,  დიდი  მადლობა  ნინოს,  ძალიან  ყურადღებიანი  და  გულისხმიერი  ტრენერი  გვყავდა, 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს  სანახავად  გადადით  ბმულზე

Monday 20 April 2015

მერვე დღის რეფლექსია

ვფიქრობ საინტერესო იყო, ახალი მასალა ავითვისეთ, რომელიც ძალიან დაგვეხმარება  ტესტების  შედგენაში.

გამოკითხვა

კითხვარის  სანახავად  გადადით  ბმულზე

Friday 17 April 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღე საინტერესო იყო.   ვისაუბრეთ სწავლის  სხვადასხვა  სტილზე. გავაკეთეთ  აქტივობების  მონახაზები, რომელიც  დაეხმარება  მოსწავლეებს  პროექტზე  მუშაობაში. შევქმენით  მოსწავლეთათვის  დამხმარე შაბლონი,  რაც გაუადვილებთ  მოსწავლეებს  პროექტზე მუშაობას.

Monday 6 April 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

        ვფიქრობ, დღევანდელმა დღემაც  ნაყოფიერად ჩაიარა;
 ვისაუბრეთ საავტორო  უფლებებზე,   დავგეგმეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი;   გავეცანი  ჩემთვის  ახალ  პროგრამას  Powerpoint-ს.ეს  პროგრამაც  ძალიან  საინტერესოა!

Friday 3 April 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

       დღეს განვიხილეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეთა  შეფასება:
   მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები,  რაშიც  შედის --
  თვითრეგულირებისა  და თანამშრობლობის  წახალისება;  პროგრესიის მონიტორინგი;  გაგების შემოწმება;   გაგების დემონსტრირება.  ვისწავლეთ  ვენის დიაგრამის შევსება ,,ვორდში"   და სურათების  დამატება  ტექსტთან   ერთად  სხვადასხვა
  გეომეტრიულ ფიგურებში.
ვფიქრობ რომ საინტერესო იყო! 

Thursday 2 April 2015

მესამე დღის რეფლექსია

 ჩემი აზრით დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო:  დავიწყეთ პროექტის  დაგეგმვა, მოვარგეთ  ეროვნულ  გეგმას, შევარჩიეთ ინდიკატორები.გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  შეკითხვებს.
თანდათან უფრო მეტს ვიგებ გუგლმეილის  შესახებ. გავეცანი  გუგლ  დრაივს, ავტვირთე პორტფოლიო.  ვისწავლე  სხვა ფორმატში გადაყვანა, ჩამოტვირთვა, წაშლა.

Wednesday 1 April 2015

მეორე დღის რეფლექსია

მე  ვფიქრობ, რომ  დღევანდელი  დღე ძალიან ნაოფიერი იყო,  ბევრი რამ გავიგე  ვორდის შესაძლებლობებზე, კმაყოფილი  ვარ.   მიუხედავად იმისა,რომ  ძალიან  დაღლილი  ვიყავი,  დრო ისე გავიდა, ვერც კი გავიგეთ.   დღევანდელმა  ტრენინგმა   ბევრი  ახალი რამ  მასწავლა!
 შევქმენით  პუბიკაცია  ,პროექტებით  სწავლების" თემაზე.

Tuesday 31 March 2015

პირველი დღის რეფლექსია

                                               
         ვფიქრობ, რომ ტრენინგი იყო საინტერესო,   ძირითადი ვიცოდი, თუმცა გავიხსენე
ბევრი რამ.  ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები, როგორ უნდა და  დავაკავშირო დღევანდელი დღე  ჩემს საგანთან,  მაგრამ  მაგრამ იმედი მაქვს თანდათან მოვიფიქრებ რაიმეს.
     სასურველია რომ ტრენინგი ჩატარდეს ტერიტორიულად ახლოს(ეს ალბათ უკვე შეუძლებელია)   და   კვირაში   2-ჯერ  ან 3-ჯერ.   ფიზიკურად   ძნელია   გაკვეთილების შემდეგ   თითქმის ყოველდღე სიარული.
                   სხვა  პირიქით, სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა !!!!
                                                დიდი   მადლობა.