Wednesday, 22 April 2015

მეცხრე დღის რეფლექსია.

დასრულდა  ჩვენი  ტრენინგი.!
მე  ვფიქრობ  რომ დღევანდელი  დღეც  ძალიან  საინტერესო იყო, დღეს  გავეცანით ყველას  პროექტს,  დავრწმუნდი,  რომ ყველა  ჩვენთაგანს  ეს  დრო  ოპტიმალურად  აქვს  გამოყენებული. პირადად  მე  კმაყოფილი  ვარ,   ვისწავლე  პროექტის  დაგეგმვა,  მისი  პრეზენტაცია,  სლაიდშოუს  კეთება,  დიდი  მადლობა  ნინოს,  ძალიან  ყურადღებიანი  და  გულისხმიერი  ტრენერი  გვყავდა, 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს  სანახავად  გადადით  ბმულზე

Monday, 20 April 2015

მერვე დღის რეფლექსია

ვფიქრობ საინტერესო იყო, ახალი მასალა ავითვისეთ, რომელიც ძალიან დაგვეხმარება  ტესტების  შედგენაში.

გამოკითხვა

კითხვარის  სანახავად  გადადით  ბმულზე

Friday, 17 April 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღე საინტერესო იყო.   ვისაუბრეთ სწავლის  სხვადასხვა  სტილზე. გავაკეთეთ  აქტივობების  მონახაზები, რომელიც  დაეხმარება  მოსწავლეებს  პროექტზე  მუშაობაში. შევქმენით  მოსწავლეთათვის  დამხმარე შაბლონი,  რაც გაუადვილებთ  მოსწავლეებს  პროექტზე მუშაობას.

Monday, 6 April 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

        ვფიქრობ, დღევანდელმა დღემაც  ნაყოფიერად ჩაიარა;
 ვისაუბრეთ საავტორო  უფლებებზე,   დავგეგმეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი;   გავეცანი  ჩემთვის  ახალ  პროგრამას  Powerpoint-ს.ეს  პროგრამაც  ძალიან  საინტერესოა!

Friday, 3 April 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

       დღეს განვიხილეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეთა  შეფასება:
   მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები,  რაშიც  შედის --
  თვითრეგულირებისა  და თანამშრობლობის  წახალისება;  პროგრესიის მონიტორინგი;  გაგების შემოწმება;   გაგების დემონსტრირება.  ვისწავლეთ  ვენის დიაგრამის შევსება ,,ვორდში"   და სურათების  დამატება  ტექსტთან   ერთად  სხვადასხვა
  გეომეტრიულ ფიგურებში.
ვფიქრობ რომ საინტერესო იყო!